ნატო საქართველო

მასალები აღენულია ვებ გვერდიდან http://www.natoinfo.ge/

1992 წელს საქართველო გახდა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი (NACC);
1994 წლის 23 მარტს საქართველო შეუერთდა ნატო-ს «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამას (PfP);
1995 წლის 18 ივლისს საქართველო შეუერთდა შეთანხმებას "ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ"- (SOFA);
1995 წლიდან წარმოებს თანამშრომლობა განათლების სფეროში. ნატო-ს სკოლაში ობერამერგაუში (გერმანია) და ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში (რომი, იტალია) ყოველწლიურად კვალიფიკაციას იმაღლებენ ქართველი მსმენელები;
1996 წელს საქართველომ შეიმუშავა და წარადგინა ნატო-ში პირველი ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა (Individual Partnership Program - IPP );
1997 წლის 1 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა შეთანხმება "ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ"- (SOFA);
1997 წლის 30 მაისს შეიქმნა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო (EAPC) და საქართველო გახდა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი;
1998 წლის 22 აპრილს გაიხსნა საქართველოს დიპლომატიური მისია ნატო-სთან და საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა ნატო-ს გენერალურ მდივანს;
1999 წლის მარტში საქართველო შეუერთდა "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის დაგეგმვისა და ანალიზის პროცესს (Planning and Review Process - PARP). აღნიშნულ პროცესში ორწლიანი ციკლის ფარგლებში, ქვეყანა ახორციელებს შერჩეულ პარტნიორობის მიზნებს, რაც ხელს უწყობს თავსებადობის მიღწევასა და ნატო-ს ხელმძღვანელობით განხორციელებულ სამშვიდობო ოპერაციებში წარმატებულ მონაწილეობას;
1999 წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა კოსოვოში NATO-ს სამშვიდობო ოპერაციაში;
2000 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა «ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ» შემდგომი დამატებითი ოქმი;
2001 წლის მარტში დაინერგა ნატო-ს საერთაშორისო სამსახურთან რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა, რასაც ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ეს კონსულტაციები ძირითადად ტარდება საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხოლო ნატო-ს მხრიდან პოლიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელის დონეზე; აგრეთვე რეგულარულად ტარდება მაღალი დონის შეხვედრები შეიარაღების კონტროლისა და განიარაღების საკითხებზე, NATO-ს წევრი ქვეყანა+ საქართველო ფორმატში;
2001 წლის 11-23 ივნისს საქართველოში (ქ. ფოთი) ჩატარდა ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები «კოოპერატივ პარტნერ-2001» (Cooperative Partner -2001);
2002 წლის 17-28 ივნისს საქართველოში (ქ. თბილისი) ჩატარდა ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები «კოოპერატივ ბესტ ეფორტ-2002» (Cooperative Best Effort -2002);
2002 წლის ივნისში საქართველომ დაიწყო თანამშრომლობა ნატო-ს უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოსთან (NAMSA - NATO Maintenance and Supply Agency) «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამის ნდობის ფონდის ეგიდით განხორციელებული პროგრამების ფარგლებში (PfP Trust Fund);
2002 წლის 13 სექტემბრის საქართველოს პარლამენტის #1661 დადგენილებით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისა და ეფექტურად წარმართვისათვის, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას დაევალა საქართველოს პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაწყება;
2002 წლის 21-22 ნოემბერს ქ. პრაღაში გამართულ ნატო-ს სამიტზე საქართველომ გააკეთა განცხადება ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვის შესახებ და სურვილი გამოთქვა ახალ პროგრამაში - «ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში» მონაწილეობის მიღების თაობაზე;
2002 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ დაამტკიცა «საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა». პროგრამა შედგებოდა ხუთი ძირითადი ნაწილისაგან:1) პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები; 2) თავდაცვისა და სამხედრო საკითხები; 3) რესურსებით უზრუნველყოფის საკითხები; 4) უსაფრთხოების საკითხები; 5) სამართლებრივი საკითხები;
2003 წლის 14 მარტს ქ. ბრიუსელში გაიმართა ნატოსა და საქართველოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-3 რაუნდი, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში;
2003 წლის 27 მაისს საქართველოს პრეზიდენტის #235 ბრძანებულების შესაბამისად შეიქმნა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული საკოორდინაციო საბჭო, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების შეთანხმებულ მოქმედებათა და ძალისხმევის კოორდინაციის გაძლიერების მიზნით. საბჭოს თავმჯდომარეობდა საქართველოს პრეზიდენტი;
2003 წლის სექტემბერში (ქ. თბილისი) ჩატარდა ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო-სამედიცინო წვრთნები «მედ კეარ --რესკუერი 03» (Med Care-Rescuer-03);
2003 წელს საქართველომ ავღანეთში NATO-ს სამშვიდობო ოპერაციაში (ISAF) მიიღო მონაწილეობა.
2003 წლის დეკემბერში შემუშავდა «საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის» დოკუმენტის პროექტი;
2004 წლის 7 აპრილს (ქ. ბრიუსელში) გაიმართა ნატოსა და საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენელთა შეხვედრა «NATO-ს წევრიქვეყნები+საქართველო» ფორმატში, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს ბატონ იააპ დე ჰოოპ სხეფერს გადასცა ქვეყნის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის საპრეზენტაციო დოკუმენტი;
2004 წლის 23-24 აპრილს ქ. თბილისში გაიმართა ატლანტიკური პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (Atlantic Policy Advisor Group) სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ელჩი გიუნტერ ალტენბურგი;
2004 წლის 7 ივნისს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-ს უმაღლესი პოლიტიკური კომიტეტის (Senior Political Committee Reinforced - SPCR) NATO-ს წევრი ქვეყნები+საქართველო ფარგლებში საქართველოსთან შეხვედრა. შეხვედრას თავმჯდომარეობდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი გიუნტერ ალტენბურგი. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხილვა;
2004 წლის 28-29 ივნისს სტამბოლში გამართულ ნატო-ს სამიტზე საქართველო, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ოფიციალურად შეუერთდნენ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ინიციატივას;
2004 წლის აგვისტოში ნატო-ში ოფიციალურად გაიგზავნა საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა;
2004 წლის 29 ოქტომბერს ნატო-ს უმაღლესმა ორგანომ ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ (NAC) ე.წ «დუმილის პროცედურის» საფუძველზე დაამტკიცა საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა და საქართველო გადავიდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ე.წ. მეორე ეტაპზე;
2004 წლის 31 დეკემბერს, ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, მასთან სრული პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო ინტეგრაციის ხელშეწყობის, სახელმწიფო სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ეფექტური კოორდინაციისა და მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, (საქართველოს მთავრობის დადგენილება #133) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქმნა;
2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი სახელმწიფო კომისია, რომელიც წარმოადგენს უწყებათაშორის ჯგუფს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. კომისიას დაევალა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინირება და კონტროლი;
2005 წლის 14 თებერვლიდან ძალაში შევიდა შეთანხმება ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის მეკავშირე ოფიცრის მოვლინების შესახებ საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის, რის საფუძველზეც საქართველოში მოვლინებულ იქნა სამხრეთ კავკასიისთვის მეკავშირე ოფიცერი;
2005 წლის 2 მარტს ხელი მოეწერა შეთანხმებას «საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატო-ს ძალებისა და ნატო-ს პერსონალისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ»;
2005 წლის 7-11 მარტს თბილისში იმყოფებოდა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) იმპლემენტაციის შუალედური შეფასების ჯგუფი. 2005 წლის 18 მაისს ქ. ბრიუსელში შედგა IPAP-ის იმპლემენტაციის შეფასების განხილვა;
2005 წლის 26-29 სექტემბერს თბილისში იმყოფებოდა IPAP - ის განხორციელების შუალედური შეფასების ჯგუფი;
2005 წელს საქართველოში გაიხსნა საინფორმაციო ცენტრი NATO-ს შესახებ;
2006 წლის 6-9 მარტს თბილისში იმყოფებოდა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შეფასების ჯგუფი;
2006 წლის 13 აპრილს ნატო-ს შტაბბინაში NATO-ს წევრი ქვეყნები+საქართველო ფორმატში გაიმართა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შეფასების ანგარიშის განხილვა.
2006 წლის 21 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაიმართა ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალური შეხვედრა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების შესახებ;
2006 წ. 14 დეკემბერს ნატო-ს შტაბბინაში, (ქ.ბრიუსელი) გაიმართა პირველი კონსულტაცია ალიანსსა და საქართველოს შორის ინტენსიური დიალოგის ფარგლებში, სადაც განიხილეს ინტენსიური დიალოგის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები და შეხვედრების განრიგი.
2007 წლის 1 თებერვალს გაიმართა პირველი თემატური კონსულტაცია ინტენსიური დიალოგის ფარგლებში საქართველოს დელეგაციასა და ალიანსის საერთაშორისო სამსახურს შორის. მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროს პრიორიტეტები, რეფორმების პროგრესი და სამომავლო გეგმები.
2007 წელს საქართველომ უმასპინძლა NATO\PfP საჰაერო წვრთნებს "Cooperative Archer 2007".
2007 წლის 19-23 თებერვალს განხორციელდა ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების მიზნით.
2007 წლის 21 მარტს ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს შეხვედრა NATO-ს წევრი ქვეყნები+საქართველო ფორმატში ნატო-ს პოლიტიკური კომიტეტის დონეზე, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის მოგვარების საკითხებს.
2007 წლის 22 მარტს გაიმართა მეორე თემატური კონსულტაციები გაწევრიანების საკითხებზე ინტენსიური დიალოგის ფარგლებში საქართველოს დელეგაციასა და ალიანსის საერთაშორისო სამსახურს შორის. შეხვედრაზე განხილულ იქნა პოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრი, კერძოდ: კონფლიქტის მოგვარების, ადამიანის უფლებებისა და ეროვნული უმცირესობების, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ენერგოუსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა საკითხები.
2007 წლის 15 მაისს ნატოს-ს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში გაიმართა ინტენსიური დიალოგის ფარგლებში საქართველოსა და ნატო-ს საერთაშორისო სამსახურს შორის კონსულტაციების მესამე რაუნდი სამართლებრივ საკითხებზე.
2007 წლის 5 ივნისს ბრიუსელში გაიმართა ნატოს სამხედრო-პოლიტიკური შერეული კომიტეტის სხდომა NATO-ს წევრი ქვეყნები+საქართველო ფორმატში, სადაც ქართულმა მხარემ მოკავშირეებს განსახილველად წარუდგინა ,,თავდაცვის სფეროს სტრატეგიული მიმოხილვის" (SDR) დოკუმენტის პროექტი.
2007 წლის 11 მაისს, ნატოს-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) გაიმართა ინტენსიური დიალოგის ფარგლებში საქართველოსა და ნატო-ს უსაფრთხოების სამსახურს შორის კონსულტაციების მეოთხე რაუნდი ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებზე.
2007 წლის 5 ივლისს, ნატოს-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) ჩატარდა ინტენსიური დიალოგის ფარგლებში საქართველოსა და ნატო-ს საერთაშორისო სამსახურს შორის კონსულტაციების მეხუთე რაუნდი რესურსებსა და ეკონომიკურ საკითხებზე.
2007 წლის 2 ოქტომბერს, ნატოს-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) გაიმართა ინტენსიური დიალოგის ფარგლებში, "NATO-ს წევრი ქვეყნები+საქართველო" ფორმატში, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე;
2008 წლის 28-31 იანვარს, საქართველოს ეწვია ნატო-ს შემფასებელი ჯგუფი, IPAP-ის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შესაფასებლად;
2008 წლის 13-16 თებერვალს, საქართველოში განხორციელდა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში ლატვიის, გერმანიის, იტალიის ესტონეთისა და პოლონეთის მუდმივ წარმომადგენელთა ჯგუფის ვიზიტი;
2008 წლის 18-19 თებერვალს, (ქ. თბილისი), EAPC-ის ფარგლებში გაიმართა სემინარი თემაზე - „უსაფრთხოების ეკონომიკური ასპექტები: თავდავისა და უსაფრთხოების სექტორში მმართველობისა და კოორდინაციის გაუმჯობესების გზები";
2008 წლის 26 მარტს, ნატო-ს შტაბ-ბინაში, (ქ.ბრიუსელი) გაიმართა ნატო-საქართველოს მხარეებს შორის შეხვედრა NATO-ს წევრი ქვეყნები+საქართველო ფორმატში IPAP-ის შეფასების განხილვის მიზნით;
2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა
2008 წლის 24-25 აპრილს, (ქ.თბილისი) გაიმართა ინტენსიური დიალოგის ფარგლებში ნატო-საქართველოს კონსულტაციები პოლიტიკურ საკითხებზე;
2008 წლის 28 აპრილს, ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) გაიმართა ნატო-საქართველოს მხარეებს შორის შეხვედრა NATO-ს წევრი ქვეყნები+საქართველო ფორმატში კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე საქართველოს სპეციალური წარმომადგენელის დავით ბაქრაძის მონაწილეობით;
2008 წლის 3 ივნისს, ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) შედგა შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივან იააპ დე ჰოოპ სხეფერსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს შორის;
2008 წლის 17-19 ივნისს, (ქ.თბილისი) EAPC-ის ფარგლებში ჩატარდა სემინარი თავდაცვის სექტორში პირადი შემადგენლობისა და რეზერვის სისტემის საკითხები;
2008 წლის 17 ივნისს, ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ქართული მხარის შეხვედრა ნატო-ს უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენლებთან;
2008 წლის 18 ივნისს, ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) გაიმართა ნატო-საქართველოს მხარეებს შორის შეხვედრა პოლიტიკურ საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის მონაწილეობით;
2008 წლის 20 ივნისს, ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივან იააპ დე ჰოოპ სხეფერს შორის;
2008 წლის 12 აგვისტოს, ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) გაიმართა ნატო-საქართველოს მხარეებს შორის შეხვედრა NATO-ს წევრი ქვეყნები+საქართველო ფორმატში რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე კონფლიქტის საკითხებზე;
2008 წლის 12 აგვისტოს, ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) გაიმართა მეგობართა ახალი ჯგუფის (NGF) + აშშ შეხვედრა ნატოს წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელძღვანელებთან საქართველოში განვითარებულ მოვლებზე;
2008 წლის 19 აგვისტოს, ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სპეციალური სხდომა საქართველოში განვითარებულ მოვლებთან დაკავშირებით;
2008 წლის 21-22 აგვისტოს, შედგა ნატო-ს სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კომიტეტის (CEP) წარმომადგენელთა 15 კაციანი ჯგუფის ვიზიტი საქართველოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქმედებებით გამოწვეული ზარალის ადგილზე შეფასების მიზნით;
2008 წლის 21-22 აგვისტოს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლი რობერტ სიმონსი;
2008 წლის 15-16 სექტემბერს, საქართველოში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს და ნატო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტის დროს შედგა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძვნებელი ჩარჩო დოკუმენტის ხელმოწერა და ჩატარდა კომისიის პირველი სხდომა;
2008 წლის 15 სექტემბერს, საქართველოში ჩატარდა NATO-საქართველოს კომისიის სხდომა.
2008 წლის 2 ოქტომბერს, (ქ.ბრიუსელი) გაიმართა NGC-ის სხდომა სამხედრო პოლიტიკური ზედამხედველობის საბჭოს დონეზე, სადაც განიხილეს პროფესიული განვითარების პროგრამები.
2008 წლის 10 ოქტომბერს, ბუდაპეშტში, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის თავდაცვის მინისტრთა არაფორმალური შეხვედრა;
2008 წლის 17 ოქტომბერს (ქ.ბრიუსელი) გაიმართა პირველი სამხედრო კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა NGC-ის მომზადების საკითხებზე.
2008 წლის 28 ოქტომბერს, (ქ.ბრიუსელი) გაიმართა შეხვედრა პირველი სამხედრო კომიტეტის დონეზე, სადაც განხილულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.
2008 წლის 4 ნოემბერს, (ქ.ბრიუსელი) შედგა NGC-ის პირველი შეხვედრა პოლიტიკური კომიტეტის დონეზე, ჟენევის მოლაპარაკებების განხილვის შესახებ.
2008 წლის 13 ნოემბერს, (ქ.ბრიუსელი) გაიმართა შეხვედრა პოლიტიკური კომიტეტის დონეზე, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების შესახებ.
2008 წლის 18 ნოემბერს, (ქ. ვალენსია) გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა, სადაც მიღებული იქნა დოკუმენტი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით. დოკუმენტში დაფიქსირდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან მიმართებაში.
2008 წლის 24 ნოემბერს, (ქ.ბრიუსელი) გაიმართა პირველი NGჩ-ის შეხვედრა ელჩების დონეზე.
2008 წლის 2-3 დეკემბერს, (ქ.ბრიუსელი) შედგა NATO-ს საგარეო მინისტრების შეხვედრა, სადაც განიხილეს NATO-უკრაინის და NATO-საქართველოს საკითხები.
2008 წლის 3 დეკემბერს, ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ნატო-ს საგარეო სამეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, ალიანსი მაქსიმალურად გაააქტიურებს საქართველოსთან თანამშრომლობას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. NGC-ის ფარგლებში შემუშავდება და განიხილება წლიური ეროვნული პროგრამა.
2009 წლის 4 თებერვალს, ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც საქართველოს მიერ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) შესრულების შეფასებას და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის გეგმების განხილვას მიეძღვნა.
2009 წლის 20 თებერვალს, (ქ. კრაკოვო) შედგა NGC-ის მეორე შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე, სადაც განიხილეს თავდაცვის რეფორმების, სამომავლო პრიორიტეტების, NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები.
2009 წლის 5 მარტს, (ქ.ბრიუსელი) შედგა მეორე NGC-ის შეხვედრა საგარეო მინისტრების დონეზე, სადაც განიხილეს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხები, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები და ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა.
2009 წლის 30 მარტს, (ქ.ბრიუსელი) გაიმართა მეორე NGC-ის შეხვედრა სამხედრო კომიტეტის დონეზე.
2009 წლის 3-4 აპრილს, (ქ.სტრასბურგი და ქ.კელი) გამართულ ნატო-ს საიუბილეო სამიტზე მიიღებული გადაწყვეტილებით ალიანსის წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულებებისადმი. 2009 წლის 16 აპრილს, (ქ.ბრიუსელი) გაიმართა მესამე NGC-ის შეხვედრა პოლიტიკური კომიტეტის დონეზე. საქართველომ წარადგინა წლიური ეროვნული პროგრამის 2009 წლის სამუშაო ვარიანტი.
2009 წლის 6 მაისს, (ქ.ბრიუსელი) შედგა NGC-ის შეხვედრა ელჩების დონეზე, სადაც განიხილეს NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა და ქვეყნის პოლიტიკური განვითარების საკითხები.
2009 წლის 6 მაისს, (ქ.ბრიუსელი) შედგა NGC-ის შეხვედრა თავდაცვის ხელმძღვანელების დონეზე საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
2009 წლის მაისში საქართველომ უმასპინძლა NATO\PfP წვრთნებს "Cooperative Longbow&Lancer 2009", სადაც 14 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა;
2009 წლის 17 ივნისს, (ქ.ბრიუსელი) გაიმართა NGC-ის შეხვედრა პოლიტიკური კომიტეტის დონეზე დემოკრატიის საკითხებზე;
2009 წლის 18 ნოემბერს, (ქ.ბრიუსელი) შედგა NGC-ის შეხვედრა ელჩების დონეზე, სადაც მოხდა წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება.
2009 წლის ნოემბერში ავღანეთში NATO-ს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში გაიგზავნა ერთი სახმელეთო ასეული.
2010 წლის 26 იანვარს ნატოს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) ნატო-ში აკრედიტებული საელჩოების პოლიტიკური მდივნების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. საქართველოს დელეგაციამ 2010 წლის წლიური ეროვნული პროგრამის დოკუმენტი პირველადი განხილვისთვის წარადგინა.
2010 წლის 4-5 თებერვალს (ქ.სტამბული) ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად ISAF-ის თემა იქნა განხილული.
2010 წლის 19 თებერვალს საქართველოს ნატო-ში ინტეგარციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე 2010 წლის წლიური ეროვნული პროგრამა - დამტკიცდა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე ეკონომიკის განმტკიცების, განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვის, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და სხვა სექტორებში განსახორციელებელ რეფორმებს ასახავს.
2010 წლის 27 თებერვალს ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) ნატო-ს საელჩოების პოლიტიკური მდივნების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ქართულმა მხარემ წინასწარი გადახედვისთვის 2010 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა.
2010 წლის 11 მარტს ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო შეიკრიბა. ქართულმა მხარემ ნატო-ს მხარეს 2010 წლის წლიური ეროვნული პროგრამა გადასცა.
2010 წლის 12 მარტს (ქ.ბრიუსელი) ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. ქართულმა მხარემ ნატო-ს მხარეს 2010 წლის წლიური ეროვნული პროგრამა და სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ წარუდგინა.
2010 წლის 12 მარტს ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა, ნატო-ს მხარეს 2010 წლის წლიური ეროვნული პროგრამა გადასცა.
2010 წლის 25 მარტს (ქ.ბრიუსელი) ნატო-ს შტაბ ბინაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შორის გაიმართა შეხვედრა, სადაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის საკითხები იქნა განხილული.
2010 წლის 6 აპრილს შეიქმნა ნატო-საქართველოს პარლამენტთაშორისი საბჭო.
2010 წლის 13 აპრილს (ქ.ბრიუსელი) ნატო-ს შტაბ ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა პოლიტიკურ დონეზე ჩატარდა, სადაც დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების საკითხი იქნა განხილული.
2010 წლის 12 აპრილს ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ. ბრიუსელი)გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პოლიტიკური კომიტეტის დონეზე, სადაც განიხილეს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით მიღწეული პროგრესი.
2010 წლის 5 მაისს, (ქ.ბრიუსელი) ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა გაერთიანებული შტაბების უფროსების დონეზე გაიმართა. შეხვედრაზე ძირითადად განხილული იყო თავდაცვის რეფორმები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა, საქართველოს კონტრიბუცია ISAF-ის ოპერაციაში და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
2010 წლის 6 მაისს, (ქ.ბრიუსელი) ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესი განიხილეს.
2010 წლის 11 ივნისს, (ქ.ბრიუსელი) ნატო-ს შტაბ ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩატარდა, სადაც განხილულ იქნა უსაფრთხოების საკითხები საქართველოში, თავდაცვის რეფორმები, ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობა და საქართველოს კონტრიბუცია ISAF-ის ოპერაციაში.
2010 წლის 15 ივნისს ვიცე პრემიერ მინისტრმა თავდაცვის მინისტრთან ერთად ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა. ქართული დელეგაცია ავღანეთში საერთაშორისო კოალიციური ძალების სარდალს სტენლი მაკკრისტალს შეხვდა. მხარეებმა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
2010 წლის 23 ივნისს (ქ. ბრიუსელი) ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე, სადაც ქართულმა მხარემ ალიანსს გააცნო ქვეყანაში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები, ასევე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებას.
2010 წლის 29 ივნისს (ქ.ბრიუსელი) გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს პოლიციის რეფორმა.
2010 წლის 6 სექტემბერს (ქ. ბრიუსელი) ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემაზე.
2010 წლის 17 სექტემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, რეინტეგრაციისა და ჟენევის პროცესის საკითხები.
2010 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა გახსნეს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი.
2010 წლის 12-13 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ნატო-ს შემფასებელთა მისია წლიური ეროვნული პროგრამის განხილვის მიზნით.
2010 წლის 18-23 ოქტომბერს გაიმართა ნატო-ს კვირეული საქართველოში, რომლის ფარგლებშიც საქართველოში იმყოფებოდნენ ნატო-ში ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლები და ამერიკის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.
2010 წლის 29 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი ჯანპაოლო დი პაოლა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს და უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა.
2010 წლის 16 ნოემბერს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია. რეზოლუციის თანახმად რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე შეფასდა, როგორც 2008 წლის აგვისტოს ევროკავშირის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევა და დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია.
2010 წლის 19-20 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა ქ. ლისაბონში ნატო-ს სამიტზე. სამიტზე მიღებულ ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციასა და დეკლარაციაში განმეორდა და განმტკიცდა ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. რუსეთს მტკიცედ მოეთხოვა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და საქართველოს რეგიონების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარების შეცვლა.
2010 წლის 1 დეკემბერს (ქ. ბრიუსელი) ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის კლაუდიო ბიზონიერის თავმჯდომარეობით გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე, სადაც განხილულ იქნა 2010 წლის ANP-ის შეფასების დოკუმენტი.
2011 ჩამოყალიბდა სამხედრო კომიტეტის ყოველწლიური სამუშაო გეგმა.
2011 წლის აგვისტოში საქართველოს ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შტაბების მთავარსარდალი ეწვია 
2011 წლის ნოემბერში საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი გაიმართა
2012 წლის აპრილში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატო-ს შტაბბინას ეწვია
2012 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღეს პარტნიორთა შეხვედრებში ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის დროს 
2012 წლის სექტემბერში საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვია
2012 წლის ოქტომბერში საქართველომ დამატებითი ბატალიონი განათავსა ISAF-ის ოპერაციაში, რითაც იგი გახდა ნატო-ს არრა წევრი უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანა
2013 წლის ივნისში საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი შედგა 
2014 წელს უელსის სამიტზე მოხდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და თავდაცვის ინსტიტუტების რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის და ქვეყნის მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილის ძალზე  მკაფიო აღიარება. კიდევ ერთხელ დადასტურდა ალიანსის წევრების მხრიდან, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
2014 წლის უელსის სამიტზე ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო ასამაღლებლად და ნატოში გაწევრიანების ხელშესაწყობად ალიანსმა საქართველოსთვის დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებების პაკეტი

Комментариев нет:

Отправить комментарий