ბლოგების კონკურსი

                                           მე თაკო დოგუზოვი ვარ..


     მე   საქართველოში დავიბადე, ქვეყანა რომლის ისტორია მწარე,  ტკივილიანი, მაგრამ ამაყი და დიდია. ქვეყანა  რომლის ისტორია მრავალი გმირის სახელს მოწიწებით უფრთხილდება, რათა თაობიდან თაობას უანდერძოს. ქვეყანა რომელიც იბრძოდა,იბრძვის და იბრძოლებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, და მე ერთ–ერთ გულშემატკივარს ჩემი ქვეყნისა. გამუდმებით მეფიქრება, გამოჩნდეს გზა- საწინდარი დამოუკიდებლობის ,თავისუფლებისა და სიძლიერის.
     დღეს ტკივილიანი წარსულის ფონზე საქართველო მიისწრაფვის გახდეს წევრი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის.ეს არის ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანია ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება.ნატო- ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. იგი იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას.

    ალიანსი ემყარება დემოკრატიულ პრინციპებს ,და ასევე დემორკატიული ღონისძიებების გატარებით ცდლიბობს საფრთხეების თავიდან აცილებას,სტაბილურობის განმტკიცებას და მყარი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას პარტნიორ ქვეყნებს შორის.   მე, როგორც მომავალი თაობის ერთ ერთ წარმომადგენელს ,რომელიც ეძებს თავისუფლებისა და სტაბილურობისაკენ  მიმავალ გზას, ცდილობს რომ დაიცვას და შეინარჩუნოს წარსულის გადმონაშთი ღირებულებები და ფასეულობანი, ვიმედოვნებ რომ ვიცხოვრებ სამართლიან, ძლიერ ,უსაფრთხო,ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილურ ქვეყანაში, მინდა ჩემი ქვეყანა ვიხილო გაძლიერებული, რომელიც მოახდენს ინტეგრირებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში და იქნება ნატოს სრულუფლებიანი წევრი.
     მივესალმები პროგრამას რომელიც მიზნად ისახავს მოხდეს მომავალი თაობის   ინფორმირება და მეტი ჩართულობა.მოხდეს გაცნობა დასავლური ღირებულებების,რათა მომვალ თაობას ჰქონდეს მზარდი  მისწრაფება თავისუფლებისა და სტაბილურობისაკენ .

თაკო დოგუზოვი-სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლე.




    ევრო ინტეგრაცია ჩემთვის არის არა უბრალო არჩევანი, არამედ ფასეულობა....                                                                                                                                                                                                                               
    მე  ვარ  თამარ  კენჯია,  16  წლის  და  უკვე  მეფიქრება  იმაზე  თუ  როგორ საქართველოში  მინდა  ვიცხოვრობდე.
      პირველ  რიგში  მინდა  ვცხოვრობდე  ისეთ  ქვეყანაში,  სადაც  ყოველ  შემოდგომაზე, გაზაფხულზე  და ზამთარში  არ  გაიმართება  არჩევნები  პრეზიდენტის  შეცვლით,  სადაც  თითოეული  ადამიანის  შრომა იქნება  დაფასებული, სადაც  არ  მეცოდინება    პოლიტიკოსების  სახელები  და გვარები. არ შემეზღუდება უფლებები   კანონი და რაც  ყველაზე მთავარია,  მინდა  გარეშე  მტრებისაგან  დაცულ ძლიერ,უსაფრთხო სახელმწიფოში ვიცხოვრო.
      უსაფრთხოების პლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება .ჩემი ქვეყნის პირველი ნაბიჯი 1992 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ნატოს ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოსთან მიერთება  იყო, რომელიც 5 წელიწადში შეიცვალა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოთი .                                                                                             

 ნატო იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო არის საერთაშორისო ორგანიზაცია რომლის წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიოტეტს.                                                                                           მე ბედნიერი ვარ იმითი რომ ნატოს მოკავშირე ქვეყნებს აქვთ  წინგადადგმული ნაბიჯები იმისთვის, რომ აიცილონ საფრთხეები,რაც შეიძლება გამომდინარეობდეს რომელიმე აგრესორის მიერ ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ განხორციელებული შეტევით  და ამ ქვეყნებში საქართველოც მოისაზრებ.ა ევრო ინტეგრაცია ჩემთვის არის არა უბრალოდ  არჩევანიარამედ ფასეულობა.                                               
         საბჭოთა კავშირის დაშლისას ჩვენი ქვეყნის პირველივე განცხადება იყო ის ,რომ გვსურს ევროპული მომავლისკენ სვლა, რასაკვირველია მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ვფიქრობ თუ რამე დარჩა ქართულ მენტალიტეტსა და ფსიქიკაში, მაშინ საქართველო უნდა გახდეს თანამედროვე ევროპული ქვეყანა.                     
      ამ ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენას, რომელმაც ჩემს ქვეყანაში დიდი უარყოფითი  კვალი დატოვა,მაგრამ ჩემი ქვეყნის მთავარი მისწრაფებები,მიზნები დღესაც უცვლელი რჩება, რაც კიდევ უფრო მაიმედებს  ვიცხოვრო  უსაფრთხო თავისუფალ  მაღალ  იდეოლოგიებზე  დამყარებულ  ძლიერ  სახელმწიფოში.!     

თამარ კენჯია-სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის საჯარო სკოლის  XI  კლასის  მოსწავლე.
                                                                              მოსაზრება


         მე ვარ სალომე გრიგალაშვილი, 20 წლის. დავამთავრე  სსიპ   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის საჯარო სკოლა. ამჟამად ვსწავლობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის სპეციალობის მესამე კურსზე და ვარ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული იურიდიული კლინკის სტაჟიორი იურისტი. 
   მინდა გამოვეხმაურო და შევაფასო კახაბერ ჩაკვეტაძის პროექტი „ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“. პროექტის მიზანია ადგილობრივ თემში  ნატოსა და ევროკავშირის პოპულარიზაცია, რაც მართლაც რომ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.


   აღნიშნული პროექტი ხორციელდება სკოლის მოსწავლეებთან, რასაც მივესალმები. ჩემი აზრით, დასავლური ღირებულებების პოპულარიზაცია სკოლის ასაკის ბაშვებისათვის მისი გაცნობით უნდა დაიწყოს, იმისათვის რომ დამოუკიდებელი და მაღალი ცნობიერების მქონე საზოგადოება მივიღოთ შედეგად. საქართველოს უკვე დიდი ხანია დასავლური გეზი აქვს აღებული, რაზეც თანამედროვე მოვლენები მეტყველებს. რამოდენიმე თვის წინ საქართველომ ასოცირების ხელეკრულება დადო ევროკავშირთან, რომელიც მასთან დაახლოებსათვის წინ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს უცვლელ მიზნად რჩება ნატოში ინტეგრირება. ჩვენ ქვეყანა უკვე რამდენიმე წელია ნატოს მისიებში აქტიურ მონაწილეობას იღებს და დიდი სიმპათიებით სარგებლობს.


    მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში. მნიშვნელოვანია თვითმმართველი თემების მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების  ინფორმირებულობა. თვითმმართველ თემებში ახალგაზრდები ვერ სარგებლობენ იმ ფუფუნებით, რომ ჩართული იყვნენ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებში და ამ პროექტის განხორციელება იმ სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი, ჩემში დიდ აღფრთოვანებას იწვევს, იმიტომ რომ  მე ყოველთვის მქონდა ინერტულობის დისკომფორტი, სამწუხაროდ არ ვიყავით მსგავსი პროექტებით განებივრებულები. ამ ანაკლისს უკვე დღეს სხვადასხხვა აქტივობებით ვავსებ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ჩემი აღფთოვანება ამ პროექტისადმი. წარმატებებს გისურვებთ.

სალომე გრიგალაშვილი-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის,სამართლის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული იურიდიული კლინკის სტაჟიორი იურისტი.







 მე და ...ნატო 


  მე ვცხოვრობ საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფის გახდეს ნატოს წევრი . გამომდინარე აქედან ამ ორგანიზაციის შეასახებ საკმაოდ  ბევრ ინფორმაციას ვფლობ. ვიცი, რომ ეს არის ჩრდილოა ტლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია , რომელიც შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს, არის ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანია ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება.     ნატო-ს ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. იგი იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო წარმოადგენს ფორუმს, სადაც მოკავშირეებს შეუძლიათ განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად იმოქმედონ. ნატო არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.     ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ორგანოა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს. ნატო-ს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წევრი ქვეყნების დაცვა აგრესიისგან და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად.
     მე, როგორც ქართველს მისაღებად მიმაჩნია ნატოს წესდების ყველა პუნქტი და მისი პოლიტიკა. ამიტომ ვთვლი, რომ ამ ორგანიზაციის წევრობა ჩემი ქვეყნისთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
    განსაკუთრებით დადებითად აღვიქვამ იმას, რომ ნატო ზრუნავს არა მხოლოდ თავის წევრ ქვეყნებზე, არამედ წევრობის მსურველებზეც , ისეთებზე როგორიცაა საქართველო. ნატო-საქართველოს ურთიერთობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალიანსის მხრიდან გაცხადებული ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას. ნატოსა და საქართველოს ახლო ურთიერთობებს ხაზს უსვამს ის ფაქტიც,რომ   საქართველო მონაწილეობას იღებს ნატო-ს სამხედრო ოპერაციებში. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალებში (ISAF), როგორც სამხედრო კონტინგენტის მიხედვით რიგით მეორე ნატო-ს არაწევრ ქვეყანას. იგი ასევე ჩართულია ხმელთაშუა ზღვაზე ნატო-ს ანტიტერორისტულ საზღვაო სადამკვირვებლო ოპერაციაში “აქტიური ძალისხმევა”.
   საქართველო იყო ''საბჭოთა კავშირი''-ს წევრი ქვეყანა, შესაბამისად უფროსი თაობის ნაწილში დამკვიდრებულია ანტიევროპული და ანტიამერიკული აზროვნება. თუმცა მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო, რომ მე, როგორც მომავალი თაობის წარმომადგენელი ვაანალიზებ რა იმ სიკეთეებს რისი მომტანიც იქნება ჩემთვის, როგორც ერთი ინდივიდისთვის, ზემოდხსენებული ალიანსი, დიდი სურვილი მაქვს საქართველო გახდეს მისი წევრი. ნატოს წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას . განსაკუთრებით ჩემთვის, როგორც მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი,რომ აიწევს და მკვეთრად გაუმჯობესდება განათლების დონე. ვთვლი, რომ დღევანდელ საქართველოში არსებული განათლების სისტემა და საგანმანათლებლო დაწესებულებების დონე  ჩამოუვარდება ნატოს წევრი ქვეყნებისას. ამიტომ მოხარული ვიქნები თუ ნატოს წევრობის გზით საქართველოშიც ამაღლდება სწავლის დონე და გაუთანაბრდება ნატოს წევრ ქვეყნებს . აღარ მოხდება ნიჭიერი ადამიანების ქვეყნიდან გადინება და მეც მექნება შესაძლებლობა მივიღო მაღალი დონის განათლება ჩემი ქვეყნის დატოვების გარეშე .    ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი და ჩემი ქვეყნის ერთადერთ ნათელ მომავლად ნატოს წევრობა მესახება.

ანა ჩოგოვაძე-სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე.


5 комментариев:

  1. აბსოლიტურად ვეთანხმები ♥ ყოჩაღ ანა ♥

    ОтветитьУдалить
  2. წარმატებებს გისურვებ ანა..თქვენი იმედი მაქვს, რათა პროექტმა საბოლოო სახე მიიღოს

    ОтветитьУдалить
  3. წარმატებებს გისურვებ თამარ...მომეწონა

    ОтветитьУдалить
  4. თაკო ძალიან მომეწონა..წარმატებები...

    ОтветитьУдалить
  5. გვეიმედება ასეთი მომავალითაობის...ღმერთმა უმრავლოს ქვეყანას... წარმატებები მინდა გისურვოთ

    ОтветитьУдалить