სიახლეების არქივი

   18   დეკემბერს პროექტის "ჩვენ ვირჩევთ ევროპას, რადგან ევროპელები ვართ" ფარგლებში  ჩატარდა საინფორმაციო, შემეცნებითი გაკვეთილი XI კლასში,                           ( მასწავლებელი  კახაბერ ჩაკვეტაძე)  რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა დაინტერესება,მოტივაციის და  ცნობიერების ამაღლება  ევროკავშირის და ევროპული ღირებულებების შესახებ. 
                                                   
                                                         გაკვეთილის გეგმა
დისციპლინა: ისტორია
სწავლების საფეხური: საშუალო   11   კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 22
თემა: „ევროკავშირის შექმნის მცდელობები და ევროკავშირი“.
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ევროკავშირის ისტორიას, იმსჯელებენ ევროპული ღირებულებების შესახებ, გაავლებენ  ისტორიულ პარალელებს (დასავლეთ რომის იმპერიის, ფრანკების სახელმწიფოს, რომის საღვთო იმპერიის  და თანამედროვე ევროპის კავშირს შორის),გაანალიზებენ დღევანდელი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურს.

წინარე ცოდნა: დასავლეთ რომის იმპერიის, ფრანკების სახელმწიფოს, რომის საღვთო იმპერიის ისტორია. ევროკავშირის არსი.
#
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო

1
საორგანიზაციო საკითხები

მთელი კლასი

1 წუთი

2
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ, რა იციან  ევროკავშირის სესახებ
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
დაფა;ცარცი;
12 წუთი

3
მასწავლებელი მოსწავლეებს მოუთხრობს   დასავლეთ რომის იმპერიის, ფრანკების სახელმწიფოს, რომის საღვთო იმპერიის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ევროპის ტერიტორიაზე ევროკავშირის მასშტაბების მქონე სახელმწიფოებრივი გაერთიანებები იყო. ისაუბრებს  იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა ევროპის კავშირის შექმნა.


მინი ლექცია
პრეზენტაცია
მთელი კლასი
პოლიტიკური რუკა;
სახელმძღვანელო;
კომპიუტერი და პროექტორი.
5 წუთი

4
მასწავლებელი სვამს სადისკუსიო კითხვას: „რამ განაპირობა ევროკავშირის შექმნა?“
დისკუსია
მთელი კლასი

7 წუთი

5
მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება ევროკავშირის კომპეტენციებზე, ინსტიტუტებზე, სიმბოლოებზე და წევრ სახელმწიფოებზე.
მიმოიხილავს აგრეთვე დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას.
მინი ლექცია
მთელი კლასი

5 წუთი

6
მასწავლებელი  განსაზღვრას სადისკუსიო თემას: „ევროპული ღირებულებები და საქართველო“
დისკუსია
მთელი კლასი

10 წუთი

7
მასწავლებელი და მოსწავლეები აჯამებენ გაკვეთილს
კითხვა პასუხი
მთელი კლასი

4 წუთი

8
საშინაო დავალება
 ( მოიძიონ დამატებითი მასალები ევროკავშირის შესახებ)

მთელი კლასი

1 წუთი























Комментариев нет:

Отправить комментарий