ევროპის კავშირი და საქართველო


მასალები აღებულია ვებ გვერდიდან http://www.natoinfo.ge/
1992 წელს ევროგაერთიანებამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო და დაიწყო მასთან აქტიური თანამშრომლობა.
1994 წლიდან საქართველომ დაიწყო ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე მუშაობა (PCA). ამ შეთანხმებამ, რომელიც ლუქსემბურგში 1996 წლის 22 აპრილს იქნა ხელმოწერილი, განსაზღვრა ის ძირითადი ჩარჩო, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარებულიყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ევროკომისიისა და საქართველოს პრეზიდენტებმა. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1999 წელს.

1995 წლიდან საქართველო სარგებლობს ევროკავშირის სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით (GSP).
1997 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, საქართველომ დაიწყო ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
2003 წლის 7 ივლისს ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისი სპეციალური წარმომადგენელი (EU Special Representative for the South Caucasus) დანიშნა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ რეგიონის ქვეყნებისადმი თავის ინტერესს.
2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვის შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობები ახალ ფაზაში შევიდა და კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო.
2005 წელს, საქართველოს სამი წლის ვადით მიენიჭა ევროკავშირის პრეფერენციების განახლებული გენერალიზებული სისტემის (GSP+ სავაჭრო რეჟიმი) შეღავათები მდგრადი განვითარებისა და ეფექტიანი მმართველობისათვის.
2006 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის დასრულდა საქართველო–ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შეთანხმება, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნებისა და შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტების განხორციელებას. სამოქმედო გეგმა 2006 წლის 14 ნოემბერს იქნა მიღებული.
ევროკავშირმა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ–საქართველოს ომის შეჩერებაში. ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ე.წ. ექვსპუნქტიან შეთანხმებას საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. 2008 წლის 1 სექტემბერს საფრანგეთის ინიაციატივით გაიმართა ევროკავშირის საგანგებო სამიტი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და სხვა ქვეყნებს მოუწოდეს არ მიიღონ ანალოგიური გადაწყვეტილება.
2008 წლის 15 სექტემბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) შექმნის თაობაზე, რომლის ამოცანაა ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების პროცესზე დაკვირვება. აღნიშნულმა მისიამ საქმიანობა 2008 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო.
2008 წლის 25 სექტემბრის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი.
2008 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო ე.წ. ჟენევის მოლაპარაკებები ევროკავშირის, ეუთო-ს, გაერო-ს, აშშ-ს, საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით. მოლაპარაკებების ძირითად საკითხებს წარმოადგენს სტაბილურობა და უსაფრთხოება რეგიონში, დევნილთა დაბრუნება საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე.
2008 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბრიუსელში ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა დონორთა კონფერენცია, რომელზეც საქართველოსთვის პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილმა დახმარებამ 2008-2010 წლებისთვის 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2008 წელს, ევროკავშირმა საქართველოს სამი წლის ვადით (2009-2011) გაუგრძელა პრეფერენციათა გენერალიზებული სისტემა ეფექტური მმართველობისა და მდგრადი განვითარებისათვის (GSP+).
2008 წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიის კომუნიკე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ. "აღმოსავლეთ პარტნიორობა" (Eასტერნ Pარტნერსჰიპ) ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებთან (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი) თანამშრომლობის თვისობრივად ახალი ფორმაა (დაწვრილებითი იხ. აღმოსავლეთ პარტნიორობის რუბრიკა).
2009 წლის 7 მაისს, ქ. პრაღაში, გაიმართა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი.

2009 წლის 30 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა "პარტნიორობა მობილურობისათვის" ერთობლივ დეკლარაციას.
2010 წლის 16 თებერვალს ოფიციალურად დაიწყო „პარტნიორობა მობილურობისათვის" ფარგლებში საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობა.
2010 წლის 10 მაისს, ბრიუსელში, ზოგად საკითხთა საბჭომ (General Affairs Council) დაამტკიცა ევროკომისიის მიერ წარდგენილი მანდატი საქართველოსთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.
2010 წლის 17 ივნისს ხელი მოეწერა ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ" შეთანხმებას.
2010 წლის 15 ივლისს დაიწყო ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, რომლის ნაწილიცაა "ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე შეთანხმება " (DCFTA).
2010 წლის 22 ნოემბერს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმებას.
2010 წლის 2 დეკემბერს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „საქართველოს და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ'' შეთანხმებას.
2011 წლის 1 მარტს ძალაში შევიდა ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ" და „ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმებები.
2011 წლის 3 მაისს ქ. ბრიუსელში გაიმართა საგანგებო სხდომა, რომელზეც ოფიციალურად დაფუძნდა „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა".
2011 წლის 14 ივლისს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის „სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული დასახელების ურთიერთდაცვისა და აღიარების შესახებ" ხელშეკრულებას, რომელიც 2012 წლის 1 აპრილიდან შევიდა ძალაში.
2011 წლის 25 აგვისტოს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით გაერთიანდა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობები და მათ ნაცვლად შეიქმნა სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კრი­ზი­სის სა­კითხებ­ში ევროკავშირის სპე­ცი­ა­ლური წარმომადგენლის თანამდებობა. ამ პოზიციაზე დაინიშნა ფილიპ ლეფორი.
2011 წლის 29-30 სექტემბერს, ქ. ვარშავაში გაიმართა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მეორე სამიტი.
2012 წლის 28 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე (DCFTA).
2012 წლის 4 ივნისს გაიხსნა საქართველო-ევროკავშირის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ.
2012 წლის 23 ივლისს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე ქვეყნების მინისტრთა შეხვედრაზე მიღებული იქნა 2012-13 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა საგზაო რუკა.

Комментариев нет:

Отправить комментарий