მასალები აღებულია ვებ გვერდიდან http://www.natoinfo.ge/
ევროპის კავშირი (გაერთიანება), რომელიც შედგება სამი ორგანიზაციისაგან, ესენია: ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება, ევროპის ეკონომიკური გაერთიანება და ევროპის ატომური ენერგიის კომისია (ევრატომი).
1975 წელს რომის ხელშეკრულებით შეიქმნა ,,ევროპის გაერთანება,“ რომელშიც სამივე ორგანიზაცია ავტონომიურობით სარგებლობდა, ხოლო 1967 წლიდან ,,ხელშეკრულებით შერწყმის შესახებ“ შეიქმნა ევროპის გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოების ერთიანი სისტემა. მომდევნო წლებში ეს ერთიანობა უფრო გაძლიერდა. ქ. მაასტრიხტში (ნიდერლანდები) 11.XII.1991 დაიდო ,,ხელშეკრულება პოლიტიკური კავშირის შესახებ,“ რომელიც აძლიერებს ე-ის საქმიანობას საერთაშორისო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების სფეროში. ეს ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1993 წელს, 1997 წლის ივნისში ხელი მოეწერა მაასტრიხტის ახალ ხელშეკრულებას, რომელიც შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან შესწორებას, რამაც საგრძნობლად გააძლიერა ე-ის ერთიანობა საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის სფეროში, ახლებურად განსაზღვრა მისი სამხედრო პოტენციალის განვითარების გზები, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის ფორმები (იხ. დასავლეთი ევროპის კავშირი). ამ გადაწყვეტილებებით ევროპული საბჭოს გენერალური მდივანი იქცა საერთო საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის უზენაეს წარმომადგენლად. მაასტრიხტის შემდეგ ევროგაერთიანება ევროპის კავშირის სახით გვევლინება.ამჟამად გაერთიანების ძირითადი ორგანოებია:1 კომისია - იგი შეიმუშავებს ე-ის ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. კომისია არის კანონმდებლობის მთავარი ინიციატორი, თუმცა კანონმდებლობაში უფლებამოსილების მქონეა ევროპარლამენტი და ე-ის მინისტრთა საბჭო, აგრეთვა ამ კავშირის წევრი ცალკეული სახლემწიფოები. თავისი აღმასრულებელი ფუნქციების შესაბამისად, კომისია კონტროლს უწევს ქვანახშირისა და ფოლადის ფასებს, ებრძვის მონოპოლიზმსა და ისეთ სუბსიდირებას, რომელიც ზიანს აყენებს კონკურენციას. გარდა ამისა, იგი თვალყურს ადევნებს ბირთვულ (ენერგეტიკულ) დანადგარებს და სხვ. კომისია დგას ე-ის კანონმდებლობის სადარაჯოზე: იგი იძიებს კავშირს წევრი სახელმწიფოებისა თუ ცალკეული კომპანიების მიერ გაერთიანების კანონების დარღვევის შემთხვევებს, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში აჯარიმებს დამრღვევ მხარეს ან საქმეს სასამართლოს გადასცემს. კომისია შედგება 20 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავენ 5 წლის ვადით და რომლებიც ამ ხნის განმავლობაში მოქმედების სრულ თავისუფლებას ინარჩუნებენ, ხოლო სახელმწიფოსთან მათი დამოკიდებულება წყდება. კომისიის წევრები კურირებენ ამა თუ იმ კონკრეტულ სფეროებს, როგორებიცაა: საგარეო ეკონომიკური კავშირები, ეკონომიკა, ფინანსები, სოფლის მეურნეობა და სხვა. გადაწყვეტილება მიიღება ერთობლივად - კონსენსუსით, ზოგჯერ კი ხმათა უმრავლესობით. კომისიისაგან უნდა განვასხვაოთ ადმინისტრაციული სამსახურები, რომლებიც უწევენ ხელმძღვანელობას კომისიის მიერ დასახულ ღონისძიებებს. ამ სამსახურში შედიან: გენერალური მდივანი, იურიდიული სამსახური, თარგმანის ბიურო,, სხვა ცენტრალიზებული სამსახურები, აგრეთე 23 გენერალური დეპარტამენტი თავიანთი გენერალური დირექტორების მეთაურობით. თუ კომისიის წევრები პროფესიანოლი პოლიტიკოსები არიან, ადმინისტრაციული სამსახურის მთელი სისტემა შედგება სპეციალისტ პროფესიონალებისაგან, რომლებიც პოლიტიკაში ჩაურევლად უნდა ახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას.2. ევროპარლამენტი - იგი კავშირის საკანონმდებლო ორგანოა. პირველ ხანებში მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქციით სარგებლობდა. დღეს მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საკანონმდებლო საქმიანობაში. კომისიასთან ერთად 626 წევრისაგან შემდგარ ამ პარლამენტს ირჩევენ ე-ის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული პირდაპირი არჩევნებით 5 წლის ვადით. ევროპარლამენტის კომპეტენციას მიეკუთვნება: ა) ბიუჯეტის მიღება: ბ) დადგენილებების, დირექტივებისა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა. საქმე ისაა, რომ კომისია საკანონმდებლო აქტს ერთდროულად წარუდგენს როგორც პარლამენტს, ასევე მინისტრთა საბჭოს. თუ ამ ორგანოების პოზიციები განსხვავდება, კანონპროექტი ხელმეორედ განიხილება. მინისტრთა საბჭოს უფლება აქვს უარყოს პარლამენტის გადაწყვეტილება მხოლოდ თავისი წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რასაც მხარი უნდა დაუჭიროს კომისიამ: გ) კონტროლი კომისიის საქმიანობის მიმართ. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია, ხმათა ორი მესამედით კომისიას უნდობლობა გამოუცხადოს; დ) პოლიტიკური ფორუმების მოწვევა: ე) პარლამენტს უფლება მიეცა, მიიღოს პეტიციები კავშირის მოქალაქეებისაგან. ამ პეტიციების განხილვისათვის დაინიშნა ომბუდსმენი.3. მინისტრთა საბჭო - იგი ე-ის ღონისძიებათა ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებათა მიღების ორგანოა, რომელსაც ასევე საბოლოო სიტყვა ეკუთვნის კანონების მიღებისას. თავის მხრივ, შედგება რამდენიმე საბჭოსაგან, რომლებიც არეთანებენ ე-ის წევრ სახელმწიფოთა ამა თუ იმ დარგის მინისტრებს დღის წესრიგის შინაარსის მიხედვით, მაგალითად: სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ფინანსებისა და ა.შ. მათგან ორ საბჭოს აქვს განსაკუთრებული სტატუსი, ესენია: ა) საერთო საკითხების საბჭო, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრებისაგან შედგება და საკოორდინაციო ფუნქციას ასრულებს: ბ) ევროპის საბჭო, რომელიც თავისი წევრი ქვეყნების სახელმწიფოების მეთაურებს აერთიანებს. იგი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ყველაზე მნიშვნელოვან ზოგადპოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს. მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებებს ამზადებს გენერალური სამდივნო, რომელშიც 2200 თანამშრომელი მუშაობს. მრავალი სამუშაო ჯგუფი და კომისია საქმიანი სჯა-ბაასის ასპარეზია, სადაც მ-ის წევრ სახელმწიფოთა მოხელეები და ევროპის გაერთიანების კომისიის წევრები გულდასმით იხილავენ გადაწყვეტილებათა პროექტებს. ამ სისტემის სათავეში დგას მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი, რომელიც შედგება კავშირის წევრ სახელმწიფოთა მიერ წარგზავნილი ელჩებისაგან - მინისტრებისაგან. კომიტეტს ეკისრება მინისტრთა საბჭოს სხდომაბისათვის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია. მინისტრთა საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით; ერთხმივობა საჭიროა მხოლოდ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად, როგორებიცაა: გადასახადები, შრომითი კანონმდებლობა, იმიგრაცია, კანონის დაცვა, პოლიტიკა, საგარეო თავდაცვა. ყოველი ქვეყნის ხვედრითი წილი განისაზღვრება მისი ეკონომიკის პოტენციალით, იგი ვარირებს 10-დან (დფრ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია) 2-მდე (ლუქსემბურგი).მხარეთა დავების განსახილველად შექმნილია ევროპის გაერთიანებათა სასამართლო, შექმნილია აგრეთვე აუდიტორთა კომიტეტი, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კომიტეტი და ევროპის საინვესტიციო ბანკი.ევროპის კავშირის სამართალშემოქმედება ხორციელდება რამდენიმე სახის აქტით, ესენია: ა) დადგენილებანი - საერთო გამოყენების ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც მოქმედებენ მ-ის წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე; ბ) დირექტივები - ისინი სავალდებულოა მხოლოდ იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტაში. ასეთი აქტები მოითხოვენ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამის კორექტირებას; გ) გადაწყვეტილებანი - ისინი ეხებიან ცალკეულ სადავო საკითხებს და სავალდებულოა იმ ქვეყნების იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, რომელთა საქმის გამოც იქნენ მიღებული; დ) რეკომენდაციები და შეხედულებანი - ეს ისეთი აქტებია, რომლებსაც ოფიციალურად იურიდიული ძალა არა აქვთ, მაგრამ დიდი ყურადღებას მოითხოვენ, რადგან ისინი ე-ის აზრს გამოხატავენ.დღემდე ე ძირითადად ეკონომიკური, ფინანსური, სავჭრო და სოციალურ-ჰუმანიტარული საკითხების ერთობლივ რეგულირებას ახდენდა. იგი უპირველეს მიზნად ისახავდა, შექმნილიყო ერთიანი ეკონომიკური არე, რომლის ფარგლებში არ იარსებებდა არც საზღვრები, არც რაიმე შეზღუდვა საქონლის, კაპიტალისა და მოქალაქეთა გადაადგილებისათვის. 1990 წლის ივნისიდან დაიწყო მ-ის საქმიანობის პირველი ეტაპი - სავალუტო-საფინანსო და ეკონომიკური კავშირის შექმნა. თავდაპირველად ამ კავშირში შევიდა 8 სახელმწიფო - დიდი ბრიტანეთი, დანია საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ბელგია, ნიდერლანდი და ლუქსემბურგი. 1992 წელს მას შეუერთდა საბერძნეთი, ირლანდია, პორტუგალია და ესპანეთი. 2002 წლის იანვრიდან ბრუნვაში შემოვიდა "ევრო“ - ერთიანი სავალუტო ერთეული.აღსანიაშნავია, ე. წ. "შენგენის სივრცის“ შექმნა. ამის შესახებ ქ. შენგენში (ლუქსემბურგი) 1.IV.1990 დაიდო კონვენცია, რომლითაც გაუქმდა კონვენციის მონაწილე ქვეყნებს შორის საბაჟო კონტროლი. სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შენგენის ვიზა აქვს, ევროპის ქვეყნებში მიმოსვლის გაადვილებული წესით სარგებლობს.ბოლო წლებში ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. 2000 წლის დეკემბერში ნიცაში (საფრანგეთი) მიღებულ იქნა ,,ევროპის კავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტია,“ რომელიც მომავალი ევროპული კონსტიტუციის ერთ-ერთი (მეორე) თავით მოიაზრება და ძალაში შევა კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ. მაგრამ მასში საკმაოდ დეტალურად ჩამოთვლილი ადამინის უფლებები და თავისუფლებები გამოცხადებულია ევროპის სამართლის ზოგად საერთო პრინციპებად, რომლებიც ბატონობენ ევროპის ქვეყნების სამართლებრივ სისტემებში, ევროკავშირს ორგანოების ან სახელმწიფოების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის გამო. აღნიშნავე ევროპული სასამართლოსა და გაერთიანებათა სასამართლოს კომპეტენციების შეჯახების შესაძლებლობას და მათი გამიჯვნის უფრო ზუსტად განსაზღვრის აუცილებლობას.ე საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტუნარიანობის მქონე გაერთიანებაა. იგი აღიარებულია დამოუკიდებელ სუბიექტად, რომელსაც უფლება აქვს, დადოს ხელშეკრულება როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ცალკეულ სახელმწიფოებთან. უკვე დადებულია ხელშეკრულებები ასზე მეტ სახელმწიფოსთან. ეს არ გამორიცხავს ე-ის წევრი ქვეყნების უფლებას, დამოუკიდებლად დადონ საერთაშორისო ხელშეკრულებები. მაგრამ თუ მოცემულ სფეროს ე-ის მიერ უკვე დადებული ხელშეკრულება არეგულირებს, კავშირის წევრ ქვეყანას არა აქვს უფლება დაარღვიოს ამ ხელსეკრულებით დადგენილი პირობები.1996 წელს დაიდო საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ევროპის კავშირი (გაერთიანება), რომელიც შედგება სამი ორგანიზაციისაგან, ესენია: ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება, ევროპის ეკონომიკური გაერთიანება და ევროპის ატომური ენერგიის კომისია (ევრატომი).
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო), რომელიც შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს, არის ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება.
ნატო-ს ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. იგი იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო წარმოადგენს ფორუმს, სადაც მოკავშირეებს შეუძლიათ განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად იმოქმედონ.ნატო არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ორგანოა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.ნატო-ს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წევრი ქვეყნების დაცვა აგრესიისგან და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად, რაც დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლით არის გათვალისწინებული:“ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ, ან რამდენიმე მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა მიიჩნევა, როგორც თავდასხმა ყველას წინააღმდეგ და არსებულ შემთხვევაში, გაერთიანებული ერების წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენებით ისინი დახმარებას გაუწევენ საფრთხეში მყოფ მხარეს ან მხარეებს, რათა შეინარჩუნონ ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება. ნებისმიერი ამგვარი სახის შეიარაღებული თავდასხმის და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების საბჭოს. ამგვარი ღონისძიებები დასრულდება მაშინ, როცა უშიშროების საბჭო მიიღებს ზომებს, რაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენისათვის იქნება მიმართული.
Комментариев нет:
Отправить комментарий